Sunday 24 July 2016

მერვე(თუ მეცხრე) დღის რეფლექსია

დღეს ტესტების შექმნაც ვისწავლეთ.პრეზენტაციებიც მოვისმინეთ.საინტერესო იყო.დრო სწრაფად გავიდა...იმედს ვიტოვებ ჩვენი შრომა უშედეგოდ არ ჩაივლის(თორემ ძალიან დამწყდება გულიიი).

მოსწავლის პრეზენტაცია-2

ტესტი ვაჟაზე

Saturday 23 July 2016

პროექტის პორტფოლიო

დააჭირეთ აქ და დაათვალიერეთ ჩემი პროექტის პორტფოლიოhttps://drive.google.com/folderview?id=0B-4oVh4JOwcGcHNJNjFkYTI4a1U&usp=sharing

Friday 22 July 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს კიდევ უფრო ვრცლად ვისაუბრეთ შეფასებების რუბრიკებზე...
ვისწავლეთ თუ როგორ კეთდება ბუკლეტი...ადვილი და საინტერესო იყო.
ყოველთვის მაინტერესებდა თუ როგორ ხდებოდა პორტფოლიოს ბლოგზე ატვირთვა.ჩემთვის შეუძლებლად მიმაჩნდა...მაგრამ დღეს დავრწმუნდი რომ ძალიან ადვილია და ეს ალბათ ჩვენი ტრენერის დამსახურებააა

მეექვსე დღის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა შეფასების სტრატეგიები რამდენიმე თვალსაზრისით:როდის და რა შემთხვევაში გამოვიყენო თითოეული სტრატეგია.ამასთანავე,შევიტყვე რომ საუკეთესო შედეგის მიღწევისთვის შეფასების გეგმა ხუთივე კატეგორიას უნდა მოიცავდეს.
დღეს გავიხსენეთ(უფრო ვისწავლეთ) პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა.

მეხუთე დღის რეფლექსია

ეფექტური შეფასებით მოსწავლეები უფრო მოტივირებულები და თავდაჯერებულები ხდებიან.ეს შეფასების ფორმები ნამდვილად მორგებულია 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.
დღეს ვისაუბრეთ პრეზენტაციებზეც.ბევრი რამ ახალი და საინტერესო იყო ჩემთვის.

მეოთხე დღის რეფლექსია

განვიხილეთ სტანდარტების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება.სასურველია(და ვფიქრობ აუცილებელიც) განმსაზღვრელ შეფასებას ყოველთვის თან დავურთოთ განმავითარებელი შეფასებაც.აღვწეროთ მოსწავლის ძლიერი მხარეები და დავუსახოთ სუსტი მხარეების გაუმჯობესების გზები.ამით მოსწავლე გარკვეული იქნება თუ რა კუთხით სჭირდება მას გაძლიერებული მუშაობა.

სავარჯიშო პორტფოლიო

დააჭირეთ აქ და დაათვალიერეთ ჩემი პროექტის სავარჯიშო პორტფოლიო

Friday 15 July 2016

მესამე მოდულის რეფლექსა

დღეს გავიგე ისეთი რამეები,რის შესახებაც ჩემთვის ადრე არ იყო ცნობილი,არადა ნადვილად უნდა მცოდნოდა(საჭიროც იყო და აუცილებელიც).ამის შესახებ ვეცდები სხვებსაც გავაგებინო და ავუხსნა,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა.

მეორე მოდულის რეფლექსია

ჩემთვის ახალი და საინტერესო იყო დღევანდელი მოდული.ნამდვილად ბევრი რამ შევიტყვე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შესახებ,გამიჩნდა იდეა პროექტის შესახებაც.

Thursday 7 July 2016

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.მჭირდება სერიოზული მუშაობა და დარწმუნებული ვარ(იმედი მაქვს) ჩემი ტრენერი დამეხმარება.